მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

1295351505_fenbendazole 22.2 190-200.jpgფენბენდაზოლი 22.2

(Fenbendazole 22.2%)

Fenbendazole

DAVATI, საქართველო, ჰოლანდია

 

შემადგენლობა:

ფენბენდაზოლი 222 მგ. სახამებელი 778 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიჰელმინთური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფენბენდაზოლი არის მოქმედების ფართო სპექტრის პრეპარატი, რომელიც აქტიურია ზდასრული და ახარგაზრდა ფორმის ნემატოდების ცესტოდების, ასევე ტრემატოდების მიმართ, აქვს ოვიციდური მოქმედების უნარი, რაც ხელს უშლის საძოვრების დაბინძურებას.

 

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი იწვევს ჰელმინთების ნახშირწყლების ცვლისა და მიკროტუბულარული ფუნქციის მოშლას, რის გამოც ისინი იღუპებიან და ფეკალიებთან ერთად გამოდიან გარემოში.

 

ფენბენდაზოლი  დაბალტოქსიურია თბილსისხლიანებისთვის. თეთრ თაგვებში სასიკვდილო დოზა (სდ 50) ორალურად მიღებისას შეადგენს 10000 მგ/კგ. არ ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი და მასენსიბილიზირებელი თვისებები.

ჩვენებები:

ფენბენდაზოლი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის ცხენის, ბეწვიანი ცხოველებისა და ფრინველების სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს:

-  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰელმინთოზები (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კუპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსასკაროზი, ტოქსასკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი, გეტერაკიდოზი.

-  ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი,პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგლიოზი, ცისტოკაულიოზი, მეტასტრონგილოზი).

-  ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი)

-  ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარაფისტომატოზი)

 

ფენბენდაზოლი ეძლევათ შიგნით ერთჯერადად ინდივიდუალური ან ჯგუფური დეჰელმინთიზაციისათვის. შერეული ნახევარ ნორმა საკვებში წინასწარი მშიერი დიეტის გარეშე ჯგუფური დამუშავებისას ყურადღება უნდა მიექცეს საკვებში პრეპარატის თანაბარ შერევას.

მიღების წესი და დოზირება:

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვის ძირითადი დოზა 3,4 გრ. 100 კგ. ცოცხალ მასაზე.

ცხვარი, თხაძირითადი დოზა 2,3 გრ. 100 კგ. ცოცხალ მასაზე.

მონიეზიოზზე  და ფასციოლოზზე 4,5 გრ. ცოცხალ მასაზე.

ცხენიმოზარდი 4 წლამდე 4,5 გრ. 100 კგ. ცოცხალ მასაზე.

ცხენები 4 წელზე უხნესი3,4 გრ. 100 კგ. ცოცხალ მასაზე.

ღორი2,3 გრ. ცოცხალ მასაზე.

ფრინველი0,45 გრ. 10 კგ. ცოცხალ მასაზე, ორჯერადად.

ბეწვიან ცხოველებშიტოქსოკაროზის და ტოქსასკარიდოზის დროს 1,0 გრ 15 კგ.  ერთჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში.

უკუჩვენებები:

ფენბენდაზოლის მიღება იგრძალება მწვავე ფასცილიოზის დროს, ახურების პერიოდში და მაკეობის პირველ პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:

აღწერილი არ არის.

 

ფენბენდაზოლის პრეპარატებთან მუშაობის დროს დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და ტექნიკის უსაფთხოების საერთო წესები, რომელიც გათვალისწინებულია ვეტერინარულ პრეპარატებთან მუშაობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და თხის სახორცედ დაკვლა შეიძლება დეჰელმინთიზაციის ჩატარებიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო ცხენების, ღორების და ფრინველის  7 დღის შემდეგ. რძე შეიძლება გამოყენებული იქნას დასალევად დეჰელმინთიზაციიდან 4 დღის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

500 გრ. ფოლგის პაკეტებში.

შენახვის პირობები:

 სია , პრეპარატი უნდა ინახებოდეს, ქარხნული შეფუთვით, სინესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD