მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

1295271395_medicine3.jpg                               Albendazole 20% გრანული
                                        Albendazole 20%
                       DAVATI, საქართველო, ჰოლანდია

შემადგენლობა:
ალბენდაზოლი 200 მგ. სახამებელი 800 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰელმითური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ალბენდაზოლი  არის  მოქმედების  ფართო  სპექტრის პრეპარატი,  რომელიც  აქტიურია 
ზდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების ცესტოდების, ასევე ტრემატოდების
მიმართ, აქვს ოვიციდური მოქმედების უნარი, რაც ხელს უშლის საძოვრების დაბინძურებას. 
 
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი იწვევს ჰელმითების ნახშირწყლების ცვლისა და
მიკროტუბულარული ფუნქციის მოშლას, რის გამოც ისინი იღუპებიან და ფეკალიებთან
ერთად გამოდიან გარემოში.
 
ალბენდაზოლი დაბალტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის. თეთრ თაგვებში
სასიკვდილო დოზა (სდ 50) ორალურად მიღებისას შეადგენს 10000 მგ/კგ. არ ახასიათებს
ადგილობრივი გამაღიზიანებელი და სენსიბილიზაციის თვისებები. 
ჩვენებები:
ალბენდაზოლი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის,
ცხენის, ბეწვიანი ცხოველებისა ფრინველების სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი
დაავადებების დროს: 
–        კუჭ-ნაწლავის   ჰელმინთოზები,   (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი,  ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი,
ტრიქოსტრონგილოზი,  ჰიოსტროგოლოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი,
ტოქსასკაროზი, ტოქსასკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი გეტერაკიდოზი.             
–        ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილიოზი,
მიულერიოზი, ნეოსტრონგლიოზი, ცისტოკაულიოზი, მეტასტრონგილიოზი).
–        ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი).
–        ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, ფარაფისტომატოზი) 
მიღების წესი და დოზირება:
ალბენდაზოლი ცხოველებს ეძლევათ ყოველგვარი დიეტის გარეშე, პერორალურად,
ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (ფრინველებში) კონცენტრირებულ საკვებთან
ერთად ერთჯერადად, ბეწვიან ცხოველებს და ფრინველებს ორჯერადად, შემდეგ
დოზებში
მსხვილფეხა რქოსანი საქონელი ტრემატოდოზი და ოსტერტაგიოზი 5 გრამი 100 კგ.
ცოცხალ მასაზე. ცესტოდოზი და ნემატოდოზი 3,75 გრ. 100 კგ. ცოცხალ მასაზე.
ცხვარი, თხა – ტრემატოდოზი და პროტოსტროგილიოზი 3,75გრ. 100 კგ. ცოცხალ მასაზე.
ჩასტოდოზი, დანემატოდოზი  – 2,5 გრ. 100 კგ. ცოცხალ მასაზე.
ღორი – 5 გრ. 100 კგ. ცოცხალ მასაზე.
ცხენი, ვირი, ჯორი – 3,75 გრ. 100 კგ. ცოცხალ მასაზე.
ბეწვიან ცხოველებს – 0,75 გრ. 10 კგ. ცოცხალ მასაზე, 2 დღე.
ფრინველები – 0,5 გრ. 10 კგ. ცოცხალ მასაზე, 2 დღე.
 
ალბენდაზოლის მიღება იკრძალება მწვავე ფასციოლოზის დროს, ახურების პერიოდში
და მაკეობის პირველ პერიოდში. 
გვერდითი მოვლენები: აღწერილი არ არის.
 
ალბენდაზოლის პრეპარატებთან მუშაობის დროს დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა
და ტექნიკის უსაფრთხოების საერთო წესები, რომელიც გათვალისწინებულია
ვეტერინარულ პრეპარატებთან მუშაობის დროს.
უკუჩვენება:
პრეპარატის გამოიყენება არ შეიძლება: მწვავე ფასციოლოზის დროს შეწყვილებისას,
ძროხებში მაკეობის პირველ მესამედში, ცხვრებსა და თხებში მაკეობის პირველ ნახევარში,
მეწველ და ინფექციური დაავადებების დროს ცხოველებში 
განსაკუთრებული მითითებები:
მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და თხის სახორცედ დაკვლა შეიძლება დეჰელმინთიზაციის
ჩატარებიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო ცხენების, ღორების და ფრინველის – 7 დღის შემდეგ.
რძე შეიძლება გამოყენებული იქნას დასალევად დეჰელმინთიზაციიდან 4 დღის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
500 გრ-იანი ფოლგის პაკეტებში. 
შენახვის პირობები:
სია ბ, პრეპარატი უნდა ინახებოდეს, ქარხნული შეფუთვით, სინესტისა და სინათლისაგან
დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD