მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

1295272954_Albendazole_600 190-200.jpg                              ალბენდაზოლი 600
                                (Albendazole 600)
                DAVATI, საქართველო, ჰოლანდია
 
შემადგენლობა:
ალბენდაზოლი 600 მგ, სახამებელი 280 მგ. ტალკი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰელმითური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ალბენდაზოლი  არის  მოქმედების  ფართო  სპექტრის    პრეპარატი,  რომელიც აქტიურია  ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების, ცესტოდების, ასევე ტრემატოდების მიმართ, აქვს ოვიციდური მოქმედების უნარი, რაც ხელს უშლის საძოვრების დაბინძურებას.
 
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი იწვევს ჰელმითების, ნახშირწყლების ცვლისა და მიკროტუბულარული ფუნქციის მოშლას, რის გამოც ისინი იღუპებიან და ფეკალიებთან ერთად გამოდიან გარემოში.
 
ალბენდაზოლი დაბალტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის. თეთრ თაგვებში სასიკვდილო დოზა (სდ 50) ორალურად მიღებისას შეადგენს 10000 მგ/კგ. არ ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი და სენსიბილიზაციის თვისებები. 
ჩვენებები:
ალბენდაზოლი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ცხენის, ბეწვიანი ცხოველებისა და ფრინველების სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს:
–   კუჭ-ნაწლავის   ჰელმინთოზები,   (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი,  ჰიოსტროგოლოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი, გეტერაკიდოზი).                 
–  ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილიოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგლიოზი, ცისტოკაულიოზი, მეტასტრონგილიოზი).
–    ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი)
–    ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, ფარაფისტომატოზი) 
მიღების წესი და დოზირება:
ალბენდაზოლი ცხოველებს ეძლევათ ყოველგვარი დიეტის გარეშე, პერორალურად, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, (ფრინველებში) კონცენტრირებულ საკვებთან ერთად ერთჯერადად, ბეწვიან ცხოველებს და ფრინველებს ორჯერადად, შემდეგ დოზებში:
–   მსხვილფეხა რქოსან პირუტყვი, ცხვარი და თხა – 1 ბოლუსი (600მგ), 100კგ ცოცხალ მასაზე, ფასციოლოზის, დიკროცელიოზის, პარამფისტომატოზის დროს 1 ბოლუსი 50 კგ ცოცხალ მასაზე.
–   ღორი – 1 ბოლუსი, 30 კგ ცოცხალ მასაზე.
–   ცხენი, ვირი – 1 ბოლუსი, 50 კგ ცოცხალ მასაზე.
–   ფრინველი – 1 ბოლუსი 20 კგ ცოცხალ მასაზე დღეში, ერთხელ ორი დღის განმავლობაში.
 
–   ალბენდაზოლის ბოლუსი ცხოველს იძულებით ენის გვირგვინზე მოთავსებით.
 
–   ალბენდაზოლის მიღება იკრძალება მწვავე ფასციოლოზის დროს, ახურების პერიოდში და მაკეობის პირველ პერიოდში. 
გვერდითი მოვლენები:
აღწერილი არ არის.
 
ალბენდაზოლის პრეპარატებთან მუშაობის დროს დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და ტექნიკის უსაფრთხოების საერთო წესები, რომელიც გათვალისწინებულია ვეტერინარულ პრეპარატებთან მუშაობის დროს.
უკუჩვენება:
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება: მწვავე ფასციოლოზის დროს, შეწყვილებისას, ძროხებში მაკეობის პირველ მესამედში, ცხვრებსა და თხებში მაკეობის პირველ ნახევარში, ცხოველებში მეწველ და ინფექციური დაავადებების დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და თხის სახორცედ დაკვლა შეიძლება დეჰელმინთიზაციის ჩატარებიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო ცხენების, ღორების და ფრინველის – 7 დღის შემდეგ. რძე შეიძლება გამოყენებული იქნას დასალევად დეჰელმინთიზაციიდან 4 დღის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
600
მგ-იანი ბოლუსები 100ც მუყაოს ყუთში, ან 700ც პლასტმასის ყუთში. 
შენახვის პირობები:
სია ბ, პრეპარატი უნდა ინახებოდეს, ქარხნული შეფუთვით, სინესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD