მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

1295272386_Albendazole_500 190-200.jpg                           ალბენდაზოლი 500
                              (Albendazole 500)
             DAVATI, საქართველო, ჰოლანდია

შემადგენლობა:
ალბენდაზოლი 500 მგ, სახამებელი 380 მგ, ტალკი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰელმითური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ალბენდაზოლი  არის  მოქმედების  ფართო  სპექტრის პრეპარატი,  რომელიც  აქტიურია  ზდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების ცესტოდების,
ასევე ტრემატოდების მიმართ, აქვს ოვოციდური მოქმედების უნარი, რაც ხელს უშლის საძოვრების დაბინძურებას.
ჩვენებები:
ალბენდაზოლი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ცხენის, ბეწვიანი ცხოველებისა ფრინველების სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს: 

კუჭ-ნაწლავის   ჰელმინთოზები,   (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი,
ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტროგოლოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი გეტერაკიდოზი. ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი,ნეოსტრონგლიოზი, ცისტოკაულიოზი, მეტასტრონგილიოზი). ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი)
ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, ფარაფისტომატოზი).
მიღების წესი და დოზირება:
ალბენდაზოლი ცხოველებს ეძლევათ ყოველგვარი დიეტის გარეშე,
პერორალურად, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (ფრინველებში) კონცენტრირებულ საკვებთან ერთად ერთჯერადად, ბეწვიან ცხოველებს და ფრინველებს ორჯერადად, შემდეგ დოზებში:
მსხ. რქ. პირუტყვი, ცხვარი და თხა – 1 ბოლუსი – (500 მგ), 80 კგ ცოცხალ
მასაზე, ფასციოლოზის, დიკროცელიოზის, პარამფისტომატოზის დროს 40 კგ ცოცხალ მასაზე. ღორი – 1 ბოლუსი, 25 კგ ცოცხალ მასაზე.
ცხენი, ვირი – 1 ბოლუსი, 40 კგ ცოცხალ მასაზე.
ფრინველი – 1 ბოლუსი, 15 კგ ცოცხალ მასაზე დღეში ერთხელ ორი დღის განმავლობაში.

ალბენდაზოლის ბოლუსი ცხოველს იძულებით ენის გვირგვინზე მოთავსებით. ალბენდაზოლის მიღება იკრძალება მწვავე ფასციოლოზის დროს, ახურების  და მაკეობის პირველ პერიოდში.
გვერდითი მოვლენები:
აღწერილი არ არის.

ალბენდაზოლის პრეპარატებთან მუშაობის დროს დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და ტექნიკის უსაფრთხოების საერთო წესები, რომელიც გათვალისწინებულია ვეტერინარულ პრეპარატებთან მუშაობის დროს.
უკუჩვენებები:
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება: მწვავე  შეწყვილებისას ფასცელიოზის
დროს, ძროხებში მაკეობის პირველ მესამედში, ცხვრებსა და თხებში მაკეობის პირველ ნახევარში, ცხოველებში მეწველ და ინფექციური დაავადებების დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და თხის სახორცედ დაკვლა შეიძლება დეჰელმინთიზაციის ჩატარებიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო ცხენების, ღორების
და ფრინველის – 7 დღის შემდეგ. რძე შეიძლება გამოყენებული იქნას
დასალევად დეჰელმინთიზაციიდან 4 დღის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
500
მგ-იანი ბოლუსები 100 ც მუყაოს ყუთში, ან 1000ც პლასტმასის ყუთში.
შენახვის პირობები:
სია ბ, პრეპარატი უნდა ინახებოდეს, ქარხნული შეფუთვით, სინესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD