მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.
ალბენდაზოლი 300
Albendazole 300
albendazole
DAVATI, საქართველო


შემადგენლობა: 1 ბოლუსი შეიცავს
ალბენდაზოლი 300 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ალბენდაზოლი  არის  ფართო  სპექტრის მოქმედების პრეპარატი,  რომელიც  აქტიურია  ზდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების ცესტოდების, ასევე ტრემატოდების მიმართ, აქვს ოვიციდური მოქმედების უნარი, რაც ხელს უშლის საძოვრების დაბინძურებას. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი იწვევს ჰელმითების ნახშირწყლების ცვლისა და მიკროტუბულარული ფუნქციის მოშლას, რის გამოც ისინი იღუპებიან და ფეკალთან ერთად გამოიყოფიან გარემოში. ალბენდაზოლი დაბალტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის. თეთრ თაგვებში სასიკვდილო დოზა (სდ 50) ორალურად მიღებისას შეადგენს 10000მგ/კგ. არ ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი და სენსიბილიზაციის თვისებები.

ჩვენებები:
ალბენდაზოლი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ცხენის, ბეწვიანი ცხოველებისა და ფრინველის სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს: 
- კუჭ-ნაწლავის   ჰელმინთოზები,   (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტროგოლოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი გეტერაკიდოზი.                 
- ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგლიოზი, ცისტოკაულიოზი, მეტასტრონგილიოზი).
- ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი)
- ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი)

მიღების წესი და დოზირება: 
ალბენდაზოლი ცხოველებს ეძლევათ ყოველგვარი დიეტის გარეშე, პერორალურად, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (ფრინველებში) კონცენტრირებულ საკვებთან ერთად ერთჯერადად, ბეწვიან ცხოველებს და ფრინველებს ორჯერადად, შემდეგ დოზებში

- მსხვილფეხა რქოსან პირუტყვი, ცხვარი და თხა - 1 ბოლუსი - (300მგ) 50კგ ცოცხალ წონაზე, ფასციოლოზის, დიკროცელიოზის, პარამფისტომატოზის დროს 25 კგ ცოცხალ წონაზე.
- ღორი – 1 ბოლუსი 15 კგ ცოცხალ წონაზე.
- ცხენი, ვირი – 1 ბოლუსი 25 კგ ცოცხალ წონაზე.
- ფრინველი – 1 ბოლუსი 10 კგ ცოცხალ წონაზე დღეში ერთხელ ორი დღისგანმავლობაში.
- ძაღლი, კატა ბეწვიანი ცხოველები - 1 ბოლუსი 10 კგ. ცოცხალ წონაზე.

გვერდითი მოვლენები:
აღწერილი არ არის.

უკუჩვენებები:
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება: შეწყვილებისას, ძროხების მაკეობის პირველ მესამედში, ცხვრებსა და თხებში მაკეობის პირველ ნახევარში, ინფექციური დაავადებებით ავადმყოფ ცხოველებში.

მოცდის პერიოდი:
მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და თხის სახორცედ დაკვლა შეიძლება დეჰელმინთიზაციის ჩატარებიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო ცხენის, ღორის და ფრინველის - 7 დღის შემდეგ. რძე შეიძლება გამოყენებული იქნას დასალევად დეჰელმინთიზაციიდან 4 დღის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
300 მგ-იანი ბოლუსები 100ც მუყაოს ყუთში ან 1000ც პლასტმასის ყუთში.
1.8 გ მასის ბრტყელი, თეთრი ან ნაცრისფერი აბები, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით, ხოლო მეორე მხარეს ლოგოტიპით.

აბები დაფასოებულია 25 ცალად პოლიმერულ ქილებში ან 100 ცალად მუყაოს კოლოფებში.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება სასაწყობე შენობაში, ქარხნული შეფუთვით, ნესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.

ვადა: - 3 წელი.


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD