მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

1295270895_Sulfox_500_Bolus 190-200.jpg                                ს უ ლ ფ ო ქ ს ი 500
                                        ( S u l f o x )
                  DAVATI, საქართველო, ჰოლანდია

აღწერილობა:
სულფოქსის ბოლუსი არის მოყვითალო ან მოყვითალო ჩალისფერი შეფერილობით და მოზაიკით. ჰიგროსკოპული, ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირით.
სულფოქსი – აქტიური ინგრედიენტების სახით შეიცავს ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს და ნორსულფაზოლ–ნატრიუმს. ეს ნივთიერებები ზემოქმედებას ახდენენ ინფექციური დაავადებების გამომწვევ მიკროორგანიზმებზე.
ოქსიტრაციკლინის ჰიდროქლორიდი – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია. იგი მიეკუთვნება ტეტრაციკლინების ჯგუფს. ავლენს აქტივობას გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე, ასევე მსხვილ ვირუსებზე. იგი აძლიერებს საკვების შეთვისების უნარს და ახდენს ცხოველების ზრდის სტიმულირებას.
ნორსულფაზოლ ნატრიუმი – სულფანილამიდური პრეპარატია შინაგანი გამოყენებისთვის მკვეთრად გამოხატული ანტიბაქტერიული მოქმედებით მრავალი გრამდადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების მიმართ. პრეპარატის მაქსიმალური კონცეტრაცია ცხოველების სისხლში აღინიშნება მიღების მომენტიდან 2–4 საათის შემდეგ და მისი შეკავება თერაპევტულ დონეზე ხდება 18–24 საათი.
შემადგენლობა:
0,7
გრ სულფოქსის ბოლუსი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებებს:
ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს – 0,25 გ.
სულფათიაზოლ სოდიუმი
(ნორსულფაზოლ ნატრიუმი)                    – 0,25 გ.
დამხმარე ნივთიერებებს:
სახამებელს                                                    – 0,18 გ.
ტალკს                                                             – 0,02 გ.
დანიშნულება:
სულფოქსი გამოიყენება ცხოველებში და ფრინველებში პრაქტიკულად ყველა სახის ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, გამოიყენება აგრეთვე სადგომებისა და საკვების შეცვლსას, ახურების და ა.შ. სტრეს-ფაქტორების პროფილაქტიკისათვის, რომელიც გამოწვეულია შემდეგი მიკროორგანიზმებისგან: პასტერელები (ფრინველების ქოლერა), აერობაქტერიები (ჰუროლოზი, პარატიფი), ეშერიხიები (კოლიბაქტერიოზი), აერობაქტერიები, შიგელები, ბორდეტელები, კლოსტრიდიები, ფუზობაქტერიები, სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, პნევმოკოკები, აქტინობაცილები, ჰემოფილუსები, კლეფსიელები, კორინობაქტერიები, ტრეპონემები, ლეპტოსპირები, ფვსევდონომები, მიკოპლაზმები, რიკეტსიები, ქლამიდიები, კოქციდიები, ჰისტომონადები, მსხვილი ვირუსები.
დოზირება და გამოყენების წესები:
ფრინველები
მასიური მკურნალობისათვის 2 ბოლუსი იხსნება 1 ლიტრ წყალში და ამ ხსნარს ასმევენ 5 დღის განმავლობაში 10 ფრთა ფრინველს
 
მცოხნავები და ღორები
მცოხნავებსა და ღორებს, პერორალურად, 2 ბოლუსი 10 კგ ცოცხალ წონაზე 12 საათის ინტერვალით  3–5 დღის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა:
ლამინირებულ ფოლგის პაკეტსა და მუყაოს კოლოფში შეფუთული 100 ბოლუსი (700 მგ).
შენახვის პირობები და ვადა:
ინახება სინესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას. არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD