მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

1295271395_medicine3.jpgნორსულფაზოლ–ნატრიუმის ფხვნილი
(sulfathiazole sodium)
Sulfathiazole
DAVATI, საქართველო, ჰოლანდია

შემადგენლობა:
ნორსულფაზოლ-ნატრიუმი 500 გრ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიბაქტერიული საშუალება:
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ნორსუფაზოლ-ნატრიუმს გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანტიმიკრობული აქტივობა მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, როგორებიცაა: Streptococcus, Minengococcus, Salmonella, E.coli, Pasteurella და ა.შ. პრეპარატი ადვილად გაიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სწრაფად გამოდის ორგანიზმიდან.  სისხლში თერაპიული კონცენტრაცია შენარჩუნებულია 6-12 საათის განმავლობაში. ორგანიზმიდან გამოდის ძირითადად შარდთან ერთად.
ჩვენებები:
კატარალური ბრონქოპლევმონია, პლევრიტები, სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური სეფსისი, გასტროენტერიტები, დიპლოკოკური სეპტიცემია და სხვა ბაქტერიული ინფექციები, რომლის გამომწვევი ბაქტერიებიც მგძნობიარეა ნორსულფაზოლის მიმართ.
უკუჩვენებები:
ნეფრიტები, ნეფროზები, სისხლმბადი სისტემის დაავადებები.
გვერდითი მოვლენები:
როგორც წესი არ შეინიშნება. იშვიათად აღინიშნება ღებინება, დიარეა. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს დერმატიტები, ასევე ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები.
მიღების წესი და დოზირება: 
ნორსულფაზოლ-ნატრიუმი  ცხოველებს ეძლევა  პერორალურად  შემდეგი  დოზებით  ერთ სულზე გადათვლით:
        ცხენი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – 10-25 გრ.
        ღორი, თხა და ცხვარი – 2-5 გრ.
        ფრინველი – 0,5 გრ.
        დღეში 2-3 ჯერ 3-6 დღის განმავლობაში.
განსაკუთრებული მითითებები:
ცხოველების და ფრინველების სახორცედ დაკვლა შეიძლება პრეპარატის მიღებიდან 5 დღის შემდეგ. რძის გამოყენება სასმელად  შეიძლება  პრეპარატის  მიღებიდან 2 დღის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
ნორსულფაზოლ-ნატრიუმი 500 გრ. ფოლგის პაკეტებში. 
შენახვის პირობები:
სია ბ, პრეპარატი უნდა ინახებოდეს ქარხნული შეფუთვით ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD