მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.
ალბენდაზოლ 360
(Albendazole 360)
დავათი, საქართველო


 შემადგენლობა:
 ალბენდაზოლი ..................................................................360 მლ 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰელმინთური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ალბენდაზოლი  არის  მოქმედების  ფართო  სპექტრის პრეპარატი,  რომელიც  აქტიურია  ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების ცესტოდების, ასევე ტრემატოდების მიმართ, აქვს ოვოციდური მოქმედების უნარი, რაც ხელს უშლის საძოვრების დაბინძურებას.

ჩვენებები:
ალბენდაზოლი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ცხენის, ბეწვიანი ცხოველებისა ფრინველების სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს: 

კუჭ-ნაწლავის   ჰელმინთოზები,   (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტროგოლოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი ჰეტერაკიდოზი. ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, იულერიოზი,ნეოსტრონგლიოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილოზი). ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი) ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

მიღების წესი და დოზირება: 
ალბენდაზოლი ცხოველებს ეძლევათ ყოველგვარი დიეტის გარეშე,
პერორალურად, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (ფრინველებში) კონცენტრირებულ საკვებთან ერთად ერთჯერადად, ბეწვიან ცხოველებს და ფრინველებს ორჯერადად, შემდეგ დოზებში:

მსხ.რქ. პირუტყვი, ცხვარი, თხა, გარეული მცოხნავები:
1 ტაბლეტი 50 კგ. ცოცხალ წონაზე
ცხენი ვირი:
1 ტაბლეტი 30 კგ. ცოცხალ წონაზე
ღორი:
1 ტაბლეტი 20კგ. ცოცხალ წონაზე.
ფრინველი:
1ტაბლეტი 10 კგ ცოცხალ წონაზე.

ფასციოლოზის და დიკროცელიოზის დროს დოზა ორმაგდება.

ალბენდაზოლის ტაბლეტი  ცხოველს იძულებით ენის გვირგვინზე მოთავსებით. ალბენდაზოლის მიღება იკრძალება მწვავე ფასციოლოზის დროს, ახურების  და მაკეობის პირველ პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:
აღწერილი არ არის.
ალბენდაზოლის პრეპარატებთან მუშაობის დროს დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და ტექნიკის უსაფრთხოების საერთო წესები, რომელიც გათვალისწინებულია ვეტერინარულ პრეპარატებთან მუშაობის დროს.

უკუჩვენებები:
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება: შეწყვილებისას, მწვავე   ფასცელიოზის
დროს, ძროხებში მაკეობის პირველ მესამედში, ცხვრებსა და თხებში მაკეობის პირველ ნახევარში, ცხოველებში მეწველ და ინფექციური დაავადებების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:
მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და თხის სახორცედ დაკვლა შეიძლება დეჰელმინთიზაციის ჩატარებიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო ცხენების, ღორების  და ფრინველის – 7 დრის შემდეგ. რძე შეიძლება გამოყენებული იქნას დასალევად დეჰელმინთიზაციიდან 4 დღის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი 360 მგ 100 ც ვერცხლისფერი პაკეტით მუყაოს კოლოფში;  ტაბლეტი 360 მლ ბლისტერზე 10X10  მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
სია ბ, პრეპარატი უნდა ინახებოდეს, ქარხნული შეფუთვით, მშრალ გრილ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD