მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

მიკოზინი
Micosin
დავათი, საქართველო

შემადგენლობა: 
1მლ შეიცავს
ტილმიკოზინის ფოსფატი – 250 მგ
ადსორბირებული გამხსნელი – 1 მლ

დახასიათება:
ტილმიკოზინი ფართო სპექტრის მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია, ახასიათებს ბაქტერიოსტატიკური მოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების საწინააღმდეგოდ (მათ შორის პასტერელა და მიკოპლაზმა) ტილმიკოზინს გააჩნია ლიპოტროპული თვისებები რის შედეგადაც ადვილად აღწევს ქსოვილებში და ორგანოებში, მოკლე დროში მიიღწევა მაღალი უჯრედული კონცენტრაცია. აქტიურად მოქმედებს მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების, ფრინველისა  და ღორის ისეთი ინფექციების წინააღმდეგ როგორიცაა ენზოოტიური პნევმონია აქტინობაცილოზი მიკოპლაზმოზი და სხვა  დაავადებები.
 
ჩვენებები:
გამოიყენება როგორც კუჭნაწლავის ისე  რესპირატორული ინფექციების დროს ტილმიკოზინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების დროს, როგორიცაა Micoplasma gallisepticum, M. sinoviae, Haemophilus, Pasteurella, Actinomices, Corinebacterium, Staphilococcus aureus, Clostridium perfringens.

უკუჩვენებები:  დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება სხვა მაკროლიდებთან პარალელურად. არ ენიშნება ცხენს და თხას.

გვერდითი მოვლენები:
მითითებულ დოზებში გამოყენების შემთხვევაში არ გააჩნია უკუჩვენებები.

დოზირება: 
პერორალური გამოყენებისათვის სასმელ წყალთან ერთად

ხბო: 1მლ 20 კგ ცოცხალ წონაზე დღეში ერთხელ 3-5 დღის განმავლობაში. ფრინველები: 300 მლ 1000 ლ სასმელ წყალთან ერთად 3-5 დღის განმავლობაში.
ღორი: 800მლ 1000ლ სასმელ წყალთან ერთად 3-5 დღის განმავლობაში.

გამოყოფის პერიოდი: 14 დღე.

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ ბნელ ადგილას 5-250 С ტემპერატურის პირობებში.


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD