მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

ატაკოლი
დავათი, საქართველო

შემადგენლობა:
ყოველი 1მლ შეიცავს:
ქოლისტინის სულფატი – 2400 000 მე
ადსორბირებული გამხსნელი – 1მლ

დახასიათება:
ქოლისტინი პოლიმიქსინის ჯგუფის ანტიბიოტიკია აქტიურად მოქმედებს გრამუარყოფითი ბაქტერიების საწინააღმდეგოდ როგორიცაა ნაწლავის ჩხირი, ჰემოფილური ჩხირი, სალმონელა.  პოლიმიქსინებს ახასიათებთ ფოსფოლიპიდებთან ძლიერი ურთიერთქმედება, უჯრედში შეღწევისას ისინი ანადგურებენ გრამუარყოფითი ბაქტერიების გარე უჯრედული მემბრანის სტრუქტურას, უერთდებიან ლიპოპოლისაქარიდულ ენდოტოქსინს, ამგვარად ლიპიდის ანიონურ მონაკვეთთან დაკავშირებით, ანეიტრალებენ ენდოტოქსინის ფუნქციურ აქტიურობას. ქოლისტინი არასრულად შეითვისება პერორალური მიღებისას და თითქმის მთლიანად გამოიყოფა ფეკალთან ერთად.

ჩვენებები: 
პრეპარატი განკუთვნილია ქოლისტინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიების(Escherihia Coli Haemophilus Salmonella) მიერ გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ინფექციების დროს ხბოებში, შინაურ ფრინველებში, ღორში ცხვარსა და თხაში.

უკუჩვენებები: 
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება კოლისტინის მიმართ აწეული მგრძნობელობის, თირკმელების უკმარისობის ან მაღალი მიკრობული მონელების დროს.

გვერდითი მოვლენები: 
შესაძლებელია კუჭნაწლავის ფუქციებში ცვლილებები რაც გამოიხატება დისბაქტერიოზით, დიარეით, გადაჭარბებული დოზების მიცემის შემთხვევაში შესაძლებელია თირკმელების უკმარისობაც.

დოზირება: 
მიიღება პერორალურად სასმელ წყალთან ერთად:
ხბო, ცხვარი და თხა:
დღეში 2ჯერ 1მლ /40კგ ცოცხალ წონაზე, 5-7 დღის განმავლობაში.
ფრინველი და ღორი: 
1ლ 2000-4000ლ სასმელ წყალზე 5-7 დღის განმავლობაში. ყოველდღე უნდა გამზადდეს პრეპარატის ახალი წყალხსნარი რომელიც უნდა შეიცვალოს ახლით ყოველ 24 სთ-ში.

შენიშვნა:
ენიშნება ხბოს მხოლოდ ცოხნის დაწყებამდე ასაკში, ასევე თიკანს და ბატკანს.

გამოყოფის პერიოდი:
ხორცისთვის 7 დღე.


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD