მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.
ალბენდაზოლი 3000
(
Albendazole)
DAVATI, საქართველო, ჰოლანდია

შემადგენლობა: 1 ბოლუსი შეიცავს
ალბენდაზოლი . . . . . . . . . . . . 3000 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ალბენდაზოლი  არის  ფართო  სპექტრის მოქმედების პრეპარატი,  რომელიც  აქტიურია 
ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების ცესტოდების, ასევე ტრემატოდების მიმართ,
აქვს ოვოციდური მოქმედების უნარი, რაც ხელს უშლის საძოვრების დაბინძურებას. პრეპარატის
მოქმედების მექანიზმი იწვევს ჰელმითების ნახშირწყლების ცვლისა და მიკროტუბულარული
ფუნქციის მოშლას, რის გამოც ისინი იღუპებიან და ფეკალთან ერთად გამოიყოფიან გარემოში.
ალბენდაზოლი დაბალტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის.

ჩვენებები:
ალბენდაზოლი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ცხენის, ბეწვიანი ცხოველებისა და ფრინველის სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს: 
- კუჭ-ნაწლავის   ჰელმინთოზები,   (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი გეტერაკიდოზი.                 
- ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგლიოზი, ცისტოკაულიოზი, მეტასტრონგილიოზი).
- ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი)
- ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, ფარამფისტომატოზი)

მიღების წესი და დოზირება:
ალბენდაზოლ 3000 მიიღება პერორალურად
მსხ. რქ. პირუტყვი –1ბოლუსი 350კგ ცოცხალ წონაზე.
ფასციოლოზის და დიკროცელიოზის დროს დოზა ორმაგდება.

გვერდითი მოვლენები:
აღწერილი არ არის.

უკუჩვენებები:
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება: მწვავე ფასციოლოზის დროს, შეწყვილებისას, ძროხების მაკეობის პირველ მესამედში, ცხვრებსა და თხებში მაკეობის პირველ ნახევარში, მეწველ და ინფექციური დაავადებებით ავადმყოფ ცხოველებში.

მოცდის პერიოდი:
მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და თხის სახორცედ დაკვლა შეიძლება დეჰელმინთიზაციის ჩატარებიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო ცხენის, ღორის და ფრინველის _ 7 დღის შემდეგ. რძე შეიძლება გამოყენებული იქნას დასალევად დეჰელმინთიზაციიდან 4 დღის შემდეგ.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება სასაწყობე შენობაში, ქარხნული შეფუთვით, ნესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD