მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

ამპროკოქსიდ 500
Aamprocoxid 500 ws
DAVATI, საქართველო

შემადგენლობა: 1 გრ ფხვნილი შეიცავს
ამპროლიუმი . . . . . . . . . . . 250 მგ
სულფაქუინოქსალინი . . . . . . 250 მგ
ვიტამინი K3 . . . . . . . . . . . . 5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:  
ორალური გამოყენების ანტიკოქციდიური პრეპარატი, ამპროკოქციდი შეიცავს 3 კომპონენტს, რომელთაგან 2 აქტიურად მოქმედებს კოქციდიებზე.

ამპროლიუმი ეფექტურად მოქმედებს ყველა სახის უმარტივესზე: Eimeria Tenella, E.Necatrix, E. Acervulina.

სულფაქუინოქსალი აძლიერებს პრეპარატის კოქციდიურ თვისებებს და ბაქტერიოსტატიკურად მოქმედებს გრამ დადებით და გრამ უარყოფით ბაქტერიებზე. (E.Necatrix, E. Acervulina, E. Maxima, E. Brunetti).

ვიტამინი K3 აუმჯობესებს სისხლის შედედებას, რის ხარჯზეც სისხლჩაქცევების რაოდენობა მცირდება წვრილ და ბრმა ნაწლავებში.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ყველა სახის კოქციდიოზით გამოწვეული დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის: მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხვარში, თხაში, კურდღელში და ფრინველში.

უკუჩვენებები:
პრეპარატის გამოყენება არ არის  რეკომენდირებული ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციონირების დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე ამპროლიუმზე და სულფაქუინოქსალზე მაღალმგრძნობელობის შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაი შესაძლებელია ბროილერში ზრდის უმნიშვნელო შეჩერება.

დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება ორალურად:

ფრინველი:

საპროფილაქტიკოდ: 100 გრ პრეპარატი იხსნება 400 ლ სასმელ წყალში, 3-4 დღის განმავლობაში.

სამკურნალოდ:  100 გრ პრეპარატი იხსნება 200 ლ სასმელ წყალში, 5-7 დღის განმავლობაში.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, კურდღელი:

1 გრ 10 კგ ცოცხალ წონაზე 5 დღის მანძილზე, სასმელ წყალთან ერთად

მოცდის პერიოდი:
ხორცი - 10 დღე
კვერცხი - 4 დღე

გამოშვების ფორმა:
პრეპარატი დაფასოებულია 100 გრ, 500 გრ ფოლგის პაკეტებში.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 250 C ტემპერატურაზე
ვადა - 2 წელი.


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD