მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

1295269595_Granules_atavet 190-200.jpgატავეტი გრანული
(ATAVET)
SULFAMETOXAZOL, TRIMETHOPRIM
DAVATI, საქართველო, ჰოლანდია

შემადგენლობა:
ტრიმეტოპრიმი 100 მგ, სულფამეთოქსაზოლი 400 მგ, სახამებელი 500 მგ, ტალკი
დამხმარე ნივთიერებები:
სახამებელი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ატავეტი ხასიათდება ძლიერი ანტიმიკრობული აქტივობით. მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერების ხარჯზე ზემოქმედებას ახდენს ინფექციური დაავადებების გამომწვევ გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე.
ჩვენებები:
ატავეტი გამოიყენება ყველა სახის შინაური ცხოველებისათვის, სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტროპრიმისადმი მგძნობიარე მიკროორგანიზმების საწინააღმდეგოდ: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადება; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება; შარდსასქესო ორგანოების დაავადება; ვირუსული დაავადებების დროს მეორადი ინფექციები; კანის ინფექციები; რბილი ქსოვილების ინფექციები.

მსხ. რქ. და წვრილფეხა პირუტყვი, ხორცისმჭამელი ცხოველები: დიარეზი, კოლისეპტიცემია, სტრეპტოკოკებით გამოწვეული პოლიართრიტი, სალმონელოზი, პასტერელოზი, პლევმონია, სტაფილოკოკებით გამოწვეული აბსცესი.

ღორი: კოლიბაქტერიოზი, ატროფიული რინიტი, სალმონელოზი, პასტერელოზი, ტოქსოპლაზმოზი, ჰემოფილოზური პლევროპლევმონია, წითელი ქარი.

ფრინველი: კოკციდიოზი, პასტერელოზი, კოლისეპტიცემია, სალმონელოზი, სტაფილოკოკოზი, ინფექციური სურდო.

ბოცვერი: კოკციდიოზი, სალმონელოზი, სტაფილოკოკოზი.

მიღების წესი და დოზირება:
ცხვარი, თხა, ხბო – 5 გრამი 100 კგ ცოცხალ მასაზე ორჯერ 4-6 დღის განმავლობაში.

ფრინველი და ღორი – 100 გრამი 150-200 ლიტრი სასმელ წყალში 4-6 კგ ცოცხალ დღის განმავლობაში.

განსაკუთრებული მითითებები:
ცხოველის ხორცი საკვებად გამოიყენება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 7 დღის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები არ გამოვლენილა. ძაღლს და ღორს სულფადინამიდის მიმართ მაღალმგძნობელობის გამო შეიძლება განუვითარდეს ღებინება. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
უკუჩვენებები:
მაკეობა, ლაქტაცია, პრეპარატისადმი მაღალმგრძნობელობა.
ზდასრული ცხოველებისათვის პრეპარატის მიცემა არაა რეკომენდირებული. პრეპარატის მიცემა არ შეიძლება სისხლმბადი ორგანოების, ღვიძლის და თირკმელების დაავადების დროს.
გამოშვების ფორმა:
250
მგ-იანი ფოლგის პაკეტები
შენახვის პირობები:
სია ბ, პრეპარატი ინახება მჭიდროდ დახურულ ტარაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20C ტემპერატურაზე.
ვადა: 3 წელი


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD