მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

1295356242_fenbez 500 190-200.jpgფენბეზი 500
FENBENDAZOLE
DAVATI,
საქართველო

შემადგენლობა:
ფენბენდაზოლი . . . . . . . . . . . 500 მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰელმინთური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფენბენდაზოლი ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური მოქმედების პრეპარატი, რომელიც აქტიურია ზდასრული და ახარგაზრდა ფორმის ნემატოდების ცესტოდების, ასევე ტრემატოდების მიმართ, აქვს ოვიციდური მოქმედების უნარი, რაც ხელს უშლის საძოვრების დაბინძურებას.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი იწვევს ჰელმინთების ნახშირწყლების ცვლისა და მიკროტუბულარული ფუნქციის მოშლას, რის გამოც ისინი იღუპებიან და ფეკალიებთან ერთად გამოდიან გარემოში. ფენბენდაზოლი  დაბალტოქსიურია თბილსისხლიანებისთვის. თეთრ თაგვებში სასიკვდილო დოზა (სდ 50) ორალურად მიღებისას შეადგენს 10000მგ/კგ. არ ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი და მასენსიბილიზირებელი თვისებები.
ჩვენებები:
ფენბენდაზოლი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ცხენის, ბეწვიანი ცხოველებისა და ფრინველის - დეჰელმინთიზაციისთვის შემდეგი დაავადებების დროს:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰელმინთოზები (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კუპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსასკაროზი, ტოქსასკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი, გეტერაკიდოზი.
- ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგლიოზი, ცისტოკაულიოზი, მეტასტრონგილოზი).
- ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი)
- ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარაფისტომატოზი)
მიღების წესი და დოზირება:
ფენბენდაზოლი ცხოველებს ეძლევა ყოველგვარი დიეტის გარეშე, პერორალურად, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (ფრინველებში) კონცენტრირებულ საკვებთან ერთად ერთჯერადად, ბეწვიან ცხოველებს და ფრინველებს  ორჯერადად შემდეგ დოზებში:
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვი და თხა  - 1 ბოლუსი - (500მგ)
60 კგ ცოცხალ წონაზე, ფასციოლოზის, დიკროცელიოზის,
პარამფისტომატოზის დროს 35 კგ ცოცხალ წონაზე.
ღორი – 1 ბოლუსი 80 კგ ცოცხალ წონაზე.
ცხენი, ვირი, ჯორი – 1 ბოლუსი 60 კგ ცოცხალ წონაზე.
ძაღლი, კატა, ბეწვიანი ცხოველი – 1 ბოლუსი 10 კგ ცოცხალ წონაზე დღეში ერთხელ ორი  დღის განმავლობაში.
ფრინველი – 1 ბოლუსი 15 კგ ცოცხალ წონაზე დღეში ერთხელ ორი დღის განმავლობაში.
ფენბენდაზოლის ბოლუსი ცხოველს ეძლევა იძულებით ენის გვირგვინზე მოთავსებით.
უკუჩვენებები:
ფენბენდაზოლის მიღება იკრძალება მწვავე ფასცილიოზის დროს, ახურების პერიოდში და მაკეობის პირველ პერიოდში.
გვერდითი მოვლენები:
აღწერილი არ არის.
ფენბენდაზოლის პრეპარატებთან მუშაობის დროს დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და უსაფთხოების ტექნიკის საერთო წესები, რომელიც გათვალისწინებულია ვეტერინარულ პრეპარატებთან მუშაობის დროს.
მოცდის პერიოდი:
მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და თხის - სახორცედ დაკვლა შეიძლება დეჰელმინთიზაციის ჩატარებიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო ცხენების, ღორების და ფრინველის  -  7 დღის შემდეგ. რძე შეიძლება გამოყენებული იქნას დასალევად დეჰელმინთიზაციიდან 4 დღის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
500
მგ ბოლუსი 100 ცალი.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს სასაწყობე შენობაში, ქარხნული შეფუთვით, ნესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვადა: 3 წელი.


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD