მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

ტილოზინი

Tylosin tartrate

DAVATI, საქართველო, ჰოლანდია

ფხვნილი ორალური გამოყენებისთვის

 

შემადგენლობა: 

ტილოზინ ტარტრატი 1000 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტილოზინი მიეკუთვნება ბაქტერიოსტატიკურ ანტიბიოტიკების ჯგუფს მოქმედების ფართო სპექტრით. იჩენს აქტივობას გრამდადებითი მიკრობების (კოკების, კორინებაქტერიების, კლოსტრიდიების, ერიზიპელას მიმართ) და ზოგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ როგორიცაა (პასტერელა, ჰემოფილუსი, ბრუცელა) აგრეთვე ვიბრიონის ლეპტოსპირას, რიკეციას, სპიროქეტას, მიკოპლაზმის საწინააღმდეგოდ.  გამოყენებისას ტილოზინი კარგად შეითვისება კუჭნაწლავის ტრაქტიდან და ქმნის ბაქტერიოსტატიკურ კონცენტრაციას სისხლში და ქსოვილებში. გამოიყოფა უმთავრესად შარდით, მცირე  რაოდენობით ნაღველთან ერთად, რძესთან და კვერცხთან.  თავსებადია სულფანილამიდებთან, ტეტრაციკლინებთან, ნიტროფურანებთან, ერითრომიცინთან, სპექტინომიცინთან ერთად გამოყენებისას.

ჩვენებები: 

გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკასა და მკურნალობისათვის ფრინველებში, ღორებში, ხბოებში,  ცხვარსა და თხაში. ქრონიკული რესპირატორული ინფექციების მკურნალობისათვის ფრინველებში, მიკოპლაზმოზის, სპიროქეტოზის, სინუსიტის ნეკროზული ენტერიტის და გადამდები სურდოს მკურნალობისათვის ქათმებში და ინდაურებში. აგრთვე დიზენტერიის გასტროენტეროკოლიტის მკურნალობისათვის ღორებში.

დოზირება:

ხბო, ცხვარი და თხა 5 გრ 220–250 კგ ცოცხალ წონაზე დღეში ორჯერ 5–7 დღის განმავლობაში;

ფრინველი 100 გრ 150–200 სასმელ წყალზე 3–5 დღის განმავლობაში;

ღორი 100 გრ 300–400 სასმელ წყალზე 5–7 დღის განმავლობაში;

გვერდითი მოვლენები:

დოზირების დაცვისას არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:

პრეპარატი არ გამოიყენება კვერცხმდებელ ქათმებში კვერცხის ადამიანების კვებისტვის რეალიზაციის დროს

მოცდის პერიოდი: 

ქათამი და ღორი5 დღე

შენახვის პირობები და ვადა:

ინახება მშრალ ბნელ ადგილას 0–25 C0   3 წელი

 


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD