მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

1295343249_tetramizole 300 190-200.jpgტეტრამიზოლი 300 მგ

 Tetramisole 300 mg

 Tetramizole

DADAVATI, საქართველო, ჰოლანდია

 

შემადგენლობა:

ტეტრამიზოლი 300 მგ, სახამებელი 420 მგ, ტალკი 60 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიჰელმითური პრეპარატი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ტეტრამიზოლი წარმოადგენს ორი იზომერის ნარევს: მარჯვნივმბრუნავ (არააქტიურ) და მარცხნივმბრუნავ (ლევომიზოლი-აქტიური).

 

აქტიური კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ფილტვების ნემატოდების მიმართ, მათ შორის Haemonchus sp., Ostectagia sp., Trichostrongylus spp., Nematodirus sp., Bunostomun sp., Oesophagostomum sp., Cooperia sp.: distiokaulus spp.  პარაზიტირებულ  მცოხნავ ცხოველებში: suum ; Strongyoides ransomi; Metastrongyius sp., Oesophagostomum sp.  პარაზიტირებულ ღორებში, Ascarida spp., Capillaria spp და სხვა ნემატოდების მიმართ პარაზიტირებულ ფრინველებში.

 

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს პარაზიტის განგლიების და ცენტრალური ნერვული სისტემის ქოლინომიმეტური აქტივობის გაძლიერებაში, ფუმარატ რედუქტაზის და

სუქცინატ რედუქტაზის მოქმედების ბლოკირებაში, რაც ნემატოდების დამბლასა და სიკვდილს იწვევს.

 

პრეპარატის მიეკუთვნება თბილსისხლიანი ცხოველებისათვის ზომიერად ტოქსიურ ნაერთებს (საშიშროების III კლასი); თერაპიული დოზით არ ავლენს ემბიოტოქსიკურ, ტერატოგენურ და მუტაგენურ მოქმედებას.

პერორალური მიღების შემდეგ ტეტრამიზოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის სისტემიდან. პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია ორგანოებსა და ქსოვილებში აღინიშნება 1 საათში და ნარჩუნდება ორგანიმში 24 საათის განმავლობაში. ტეტრამიზოლი გამოიყოფა ორგანიზმიდან ძირითადად შარდთან და ნაწილობრივ ფეკალიებთან ერთად.

ჩვენებები:

მხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პარაზიტული დავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის: დიქტიოკაულოზი, ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კუპერიოზი, სტრონგილიოზი.

ღორების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის: ასკარიდოზი, ეზოფაგოსტომოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოცეფალოზი, მეტასტრონგილოზი.

ფრინველების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის: ასკარიდოზი, კაპილარიოოზი, ჰეტერაკიდოზი, ამიდომოსტომოზი, სინგანოზი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება წინასწარი მშიერი დიეტის და გამხსნელი საშუალებების გარეშე, ერთჯერადად, პერორალურად, ინდივიდუალურად ან ჯგუფური მეთოდით, დილის კვების დროს შემდეგი დოზებით:

 

      მსხვილფეხა პირუტყვი - 1 ტაბლეტი 30 კგ ცოცხალ მასაზე

      ცხვარი1 ტაბლეტი 30 კგ ცოცხალ მასაზე

      ღორი    1 ტაბლეტი 25 კგ ცოცხალ მასაზე

      ფრინველი1 ტაბლეტი 10 კგ ცოცხალ მასაზე

 

 

მასობრივი დეჰელმინთიზაციის დროს  პრეპარატის  თითოეულ პარტიას ცდიან მცირე ჯგუფის (5-10 სული) ცხოველებზე. 2-3 დღის განმავლობაში გართულებების არარსებობის შემთხვევაში დეჰელმინთიზაციას უტარებენ მთლიან სულადობას.

 

პრეპარატი წყალხსნარის სახით შეჰყავთ ერთჯერადად პერორალურად შპრიცდოზატორით ან სამკურნალოს საშუალებების შესასხურებელი სპეციალური მოწყობილობით. ჯგუფური მიღების დროს ტეტრამიზოლის საჭირო რაოდენობას წონიან ცხოველების ჯგუფზე 10-100 სულზე, პრეპარატს კარგად გადაურევენ საკვებში (გაანგარიშებით 50-100 საკვები ცხოველზე ან 5 ფრინველზე) და მიღებულ ნარევს აწყობენ საკვებურებში, მათთან ცხოველთა თავისუფალი მისვლის უზრუნველყოფით.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდირებული დოზებით ტეტრამიზოლის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

 

უკუჩვენებები:

           ინფექციური დაავადებები;

           მაკეობის ბოლო მესამედი;

           ღვიძლის ფუნქციის მოშლა;

           თირკმელების ფუნქციის მოშლა;

           პირანტერას, მორანტელას, ფოსფორორგანულ შენაერთებთან ერთდროული მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველთა დაკვლა სახორცედ დასაშვებია დეჰელმინთიზაციიდან 10 დღის შემდეგ. აღნიშნულ ვადაზე ადრე იძულებით დაკლულ ცხოველთა ხორცი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხორცისმჭამელ ცხოველთა საკვებად ან ხორცისა და ძვლის ფქვილის წარმოებაში.

 

დეჰელმინთიზაციიდან 4 დღის განმავლობაში აკძალულია რძისა და კვერცხის საკვებად გამოყენება. დადგენილ ვადაზე ადრე მიღებული პროდუქცია გამოიყენება ცხოველთა საკვებად ან ხორცისა და ძვლის ფქვილის წარმოებაში.

 

ტეტრამიზოლის გამოყენების შემდეგ გართულებების წარმოშობის შემთხვევაში მოცემული სერიის პრეპარატის გამოყენებას წყვეტენ.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას საჭიროა სპეციალური ტანსაცმლის (ხალათი, თავსაბურავი, რეზინის ჩექმები, ხელთათმანები,) რესპირატორის ან დოლბანდის სახვევის გამოყენება.

მუშაობის დროს აკრძალულია მოწევა, საკვებისა და წყლის მიღება. მუშაობის დამთავრებისთანავე საჭიროა ხელ-პირის დაბანა თბილი წყლით, საპნით და პირში წყლის გამოვლება.

გამოშვების ფორმა:

300 მგ100 ტაბლეტი

შენახვის პირობები:

სია პრეპარატი ინახება მშრალ, მზისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD