მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

1295266481_Atavet_500 190-200.jpg ატავეტი 500
 (ATAVET 500)
SULFAMETOXAZOL, TRIMETHOPRIM
DAVATI, საქართველო, ჰოლანდია
 

შემადგენლობა:
ტრიმეტოპრიმი 100 მგ, სულფამეთოქსაზოლი 400 მგ,  სახამებელი 392 მგ, ტალკიფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ატავეტი ხასიათდება ძლიერი ანტიმიკრობული აქტივობით. მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერების ხარჯზე ზემოქმედებას ახდენს ინფექციური დაავადებების გამომწვევ გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე.
ჩვენებები:
ატავეტი გამოიყენება ყველა სახის შინაური ცხოველებისათვის, სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტროპრიმისადმი მგძნობიარე მიკროორგანიზმების საწინააღმდეგოდ: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადება; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება; შარდსასქესო ორგანოების დაავადება; ვირუსული დაავადებების დროს მეორადი ინფექციები; კანის ინფექციები: რბილი ქსოვილების იფექციები.
მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ხორცისმჭამელი ცხოველები: დიარეზი, კოლისეპტიცემია, სტრეპტოკოკებით გამოწვეული პოლიართრიტი, სალმონელოზი, პასტერელოზი, პლევმონია, სტაფილოკოკებით გამოწვეული აბსცესი.
ღორი: კოლიბაქტერიოზი, ატროფიული რინიტი, სალმონელოზი, პასტერელოზი, ტოქსიპლაზმოზი, ჰემოფილოზური პლევროპლევმონია, წითელი ქარი.
ფრინველი: კოკციდიოზი, პასტერელოზი, კოლისეპტიცემია, სალმონელოზი, სტაფილოკოკოზი, ინფექციური სურდო.
ბოცვერი: კოკციდიოზი, სალმონელოზი, სტაფილოკოკოზი.
მიღების წესი და დოზირება:
ცხვარი, თხა, ხბო - 1 ბოლუსი (480 მგ) 20 კგ ცოცხალ მასაზე 3-5 დღის განმავლობაში.
ფრინველი და ღორი - 1 ბოლუსი (480 მგ) 15-20 კგ ცოცხალ მასაზე 3-5 დღის განმავლობაში.
ძაღლი, კატა – 1  ბოლუსი  (480 მგ) 15 მგ ცოცხალ  მასაზე 3-5  დღის  განმავლობაში.
საშვილოსნოშიდა გამოყენება:
მსხვ.რქ.პირ – 4-8 ბოლუსი დღეში ერთჯერადად.
წვრ.რქ.პირ – 2-4 ბოლუსი დღეში ერთჯერადად.
განსაკუთრებული მითითებები:
ცხოველის ხორცი საკვებად გამოიყენება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 7 დღის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები არ გამოვლენილა. ძაღლს და ღორს სულფადინამიდის მიმართ მაღალმგძნობელობის გამო შეიძლება განუვითარდეს ღებინება. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
უკუჩვენებები:
მაკეობა, ლაქტაცია, პრეპარატისადმი მაღალმგრძნობელობა.
ზდასრული ცხოველებისათვის პრეპარატის მიცემა არაა რეკომენდირებული. პრეპარატის მიცემა არ შეიძლება სისხლმბადი ორგანოების, ღვიძლის და თირკმელების დაავადების დროს.
გამოშვების ფორმა:
500 მგ-იანი ბოლუსები 80 ცალი მუყაოს ყუთებში.
შენახვის პირობები:
სია ბ, პრეპარატი ინახება მჭიდროდ დახურულ ტარაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20 C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი


 

 

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD