მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

ენუმილი 25 მლ.
ჰომეოპათიური საშუალება.
DAVATI - საქართველო

შემადგენლობა:
Equisetum palustre D3 10ml, Cantharis C6 5ml, Belladonna C30 5ml, ეთანოლი 45 მოცულობითი % - 5 მლ.
გამოყენების რეკომენდაცია:
კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი: ახასიათებს პირდაპირი სპაზმოლიზური, შარდის გამომყოფი სისტემის გლუვკუნთოვანი შრის რეცეპტორული აპარატის მიმართ სპეციფიური მიოტროპული და ქოლინერგული მოქმედება. არეგულირებს შარდის ბუშტის კედლის (დეტრუზორის) ტონუსს, ზრდის შარდის ბუშტის ტევადობას, ასტიმულირებს რა მის რეზერვო-ევაკუაციურ ფუნქციას - აუმჯობესებს უროდინამიკისა და უროფლუომეტრიულ მაჩვენებლებს. ამცირებს დეტრუზორის კუმშვადობის სიხშირეს, რითიც ახდენს მოშარდვის გახშირებული, იმპერატიული მოთხოვნის შემცირებას ფიზიოლოგიურამდე.

აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, მოქმედებს დიზურიის დინამიურ კომპონენტზე წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის დროს;

აუმჯობესებს შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების, მ.შ. კავერნოზულ მიკროცირკულაციას.

თერაპიული ეფექტის მიღების მინიმალური ვადაა 4 კვირა.
ჩვენებები:
კომპლექსური თერაპიის სქემებში -
შარდის შეუკავებლობა და/ან მოშარდვის იმპერატიული, გახშირებული მოთხოვნა, დაკავშირებული:
-          შარდვის რეფლექსის მარეგულირებელი ნერვული ცენტრების უმწიფრობასა და ნეირო-ენდოკრინულ დისფუნქციასთან (ღამის და დღის ენურეზი ბავშვთა, კლიმაქტერულ და მოხუცებულობის ასაკში);
-          შარდის ბუშტის ნეიროგენულ ჰიპერრეფლექსიასთან (დეტრუზორის იდიოპათიური ჰიპერაქტივობა, გაფანტული სკლეროზი,  spina bifida, სპინალური ტრამვები, ინსულტი, პარკინსონიზმი);
-          კათეტერიზაციის ფონზე განვითარებულ დეტრუზორ-სფინქტერ-დისსინერგიასთან;
-          წინამდებარე ჯირკვლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების (ჰიპერპლაზია, პროსტატიტი) დროს განვითარებულ იმპერატიულ სიმპტომატიკასთან;
-          შარდის ბუშტის მწვავე და ქრონიკული დაავადებების (ცისტიტი, კლიმაქტერული, სენილური, პოსტოპერაციული ატონია) დროს განვითარებულ იმპერატიულ სიმპტომატიკასთან.
მიღების წესი და დოზირება:
შარდის შეუკავებლობისა და მწვავე გახშირებული დიზურიის დროს მოზრდილებში დოზირება - 10 წვეთი 3 -ჯერ დღეში. კურსის ხანგრძლივობა 4 კვირა. სიმპტომატიკის სწრაფი კუპირებისათვის დასაშვებია მიღების პირველ 4 დღეს 10 წვეთის მიღება ყოველ 2 საათში, მაქსიმალური დღიური ჯერადობა 8 მიღება/დღეში.

ქრონიკული სიმპტომატიკის დროს - 10 წვეთი 3-ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში.

შემდეგ შემანარჩუნებელი დოზირება - 3 წვეთი 3 -ჯერ დღეში 2 თვის განმავლობაში.

ბავშვთა ღამის და დღის ენურეზის დროს -

2 წლიდან - 3 წლამდე - 3 წვეთი 3 -ჯერ დღეში,
3 წლიდან - 5 წლამდე - 5 წვეთი 3 -ჯერ დღეში,
5 წლიდან - 10 წლამდე - 8 წვეთი 3 -ჯერ დღეში,

10 წლიდან - მოზრდილის დოზირებით.მიღების წესი: დოზა მიიღება გახსნილი 1 სუფრის კოვზ წყალში ან ენისქვეშ დაწვეთებით ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდგომ.
წინააღმდეგ ჩვენება:
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD