მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

მენომილი 25 მლ.
DAVATI - საქართველო

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰომეოპათიური საშუალება.
შემადგენლობა:
Cimicifuga racemosa  D6  4 ml,
Sanguinaria canadensis D6  4ml,
Sepia officinalis D12  4ml,
Lachesis mutus C30 4ml,
Pulsatilia pratensis C30  4ml.
ეთანოლი 45 მოცულობითი % - 5 მლ.
გამოყენების რეკომენდაცია:
კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი: ხელს უწყობს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემაში ჰორმონალური დისბალანსის აღდგენასა და მცირე მენჯის ორგანოებში მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.

ვეგეტოტროპულ-დოფამინერგული მოქმედების შედეგად არეგულირებს მენსტრუალური ციკლის ფაზობრივ მიმდინარეობას, მენსტრუალური სისხლდენის ინტენსივობას, ამცირებს ალგოდისმენორეის, პრედმენსტრუალური სინდრომის, მენსტრუალური კრამპის პათოლოგიურ გამოვლინებებს.

არეგულირებს პათოლოგიური კლიმაქსის სინდრომის მიმდინარეობას:  ამცირებს ფსიქო-ემოციური (ლაბილობა, აგრესიულობა, დეპრესია, ძილის დარღვევები), ვეგეტო-სისხლძარღვოვანი (ალები, ჰიპერჰიდროზი, პულსისა და არტერიული წნევის ლაბილობა, კარდიალგია) და ნივთიერებათა, განსაკუთრებით ლიპიდური, ცვლის დარღვევების (წონის მატება) გამოვლინებებს.

თერაპიული ეფექტის მიღების რეკომენდირებული მინიმალური ვადაა 6 კვირა.
ჩვენებები:
კომპლექსური თერაპიის სქემებში

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა (მ.შ. მეორადი ამენორეა, დისმენორეა, მენსტრუალური კრამპი);
  • პრედმენსტრუალური სინდრომი (ფსიქიკური ლაბილობა, შეკრულობა, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების შეშუპება);
  • პათოლოგიური კლიმაქსის სინდრომი - მენოპაუზის, პრე- და პოსტ-მენოპაუზის პერიოდში გამოვლენილი ფსიქო-ემოციური და ვეგეტო-სისხლძარღვოვანი სიმპტომატიკა.

მიღების წესი და დოზირება:
მენსტრუალური ციკლის დარღვევებისა და პრედმენსტრუალური სინდრომის დროს: 10 წვეთი 2-ჯერ დღეში, გახსნილი 5-10 მლ წყალში ან განუზავებლად ენის ქვეშ დაწვეთებით ჭამამდე 1 საათით ადრე, მენსტრუალური სისხლდენის დაწყებამდე 10 დღის და შემდგომ  სისხლდენის მთელი ფაზის  განმავლობაში. კლიმაქტერული სინდრომის დროს: 10 წვეთი 3-ჯერ დღეში, გახსნილი 5-10 მლ წყალში ან განუზავებლად ენის ქვეშ დაწვეთებით ჭამამდე 1 საათით ადრე, განუწყვეტლივ 6 კვირის განმავლობაში.10 წვეთი 1-ჯერ დღეში, გახსნილი 5-10 მლ წყალში ან განუზავებლად ენის ქვეშ დაწვეთებით, შემდგომი 6 კვირის განმავლობაში.
წინააღმდეგ ჩვენება:
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD