მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

აპიმილი 30 ტაბ.
DAVATI - საქართველო

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინების, პროტეინებისა და მიკროელემენტების შემცველი კომპლექსური პარასამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: ალპური ზონის ყვავილის მტვერს (B ეე პოლლენ) 0,125 გ, თაფლს (Natural honey) 0,125 გ.
ბიოაქტიური ნივთიერებების კონცენტრაცია:
21,7 მგ % პროტეინები, 13 მგ % ამინომჟავები (მათ შორის 10 შეუცვლელი ამინომჟავა), 212,5 მკგ % კაროტინოიდები, 1,6  მგ % ფიტოსტერინები.
ვიტამინი A 50 მგ %
ვიტამინი C 140-205 მგ %
ვიტამინი B1 (თიამინი) 0,4-1,5 მგ %,
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 0,54 -1,90 მგ %,
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) 0,5-0,9 მგ %,
ვიტამინი B3 (პანტოტეინის მჟავა) 0,32-5,0 მგ %,
ვიტამინი B8 (ინოზიტი)188- 228 მკგ %,
ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) 0,30- 0,68 მგ %,
ვიტამინი PP (ნიკოტინის მჟავა) 2,1 მგ %,
ვიტამინი H (ბიოტინი) 0,60 მგ %,
ვიტამინი E 170 მგ%,
ვიტამინი D3 0,2-0,6 მგ %.
ნახშირწყლები 18 მგ %, უჯერი ცხიმოვანი მჟავები და ფოსფოლიპიდები 3,33 მგ %.

მინერალური ნივთიერებები, სულ 2,43 მგ %, მათ შორის 28 ელემენტი: კალიუმი 0,6-1,0 მკგ %, კალციუმი 0,29 მგ %, რკინა 0,55 მგ%, ფოსფორი 0,43 მკგ %, სელენი 0,25 მგ % და სხვ.(სულ 28 ელემენტი).

ფერმენტები, ბუნებრივი ანტიბიოტიკი,  ზრდის სტიმულაციის ფაქტორი
გამოყენების რეკომენდაცია:
სხვადასხვა გენეზის ვიტამინების, ამინომჟავებისა და მიკროელემენტების დეფიციტის შევსება;

ქრონიკული დაავადებების, ქირურგიური ჩარევებისა და რადიოთერაპიის შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდის ხანგრძლივობის შემცირება;

სხვადასხვა გენეზის ანემია, რომლის პათოგენეზშიც მოიაზრება  პრეპარატში შემავალი ნივთიერებების დეფიციტი;

ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარების  (სიმაღლეში ზრდის, მადის, ფიზიკური შრომისუნარიანობის) სტიმულაცია, განსაკუთრებით ამ ნივთიერებაზე  მოთხოვნის ზრდის (პუბერტატულ) პერიოდში;

იმუნური სტატუსის კორექცია და სტიმულაცია (ქრონიკული დაავადებების დროს, ხშირად მოავადე კონტი გენტში);

კლიმაქტერულ პერიოდში ნივთიერებათა დეფიციტისა და სექსუალური ასთენიის კორექცია;

სპორცმენებში კუნთოვანი მასის ზრდისა და ფიზიკური ამტანობის სტიმულაცია;

არასრულფასოვანი კვების (განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის ცილების დეფიციტი) დროს ცილოვანი ნივთირებების დეფიციტის კორექცია.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღება იწყება ზრდადი დოზებით, ალერგიული რეაქციის გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ძილის დარღვევის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება და მიღების რეჟიმის შეცვლა (მიღება დილის საათებში).
მიღების წესი და დოზირება:
დოზირება მოზრდილებში - 1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში;
0-6 თვემდე -1/4 ტაბლეტი   2 ჯერ დღეში;
6-1 წლამდე -1/4 ტაბლეტი   3 ჯერ დღეში;
1-4 წლამდე - ½ ტაბლეტი   2 ჯერ დღეში;
4-10 წლამდე - 1/2 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში.
პირველი მიღების დოზა  1 დღე უნდა იყოს  ჩვეულებრივი დოზების 25%
მეორე მიღების დოზა უნდა იყოს (2-3 დღე) -50% 3-4 დღიდან, თუ არ გამოვლინდება ალერგიული რეაქციები,იწყება ჩვეულებრივი დოზირება.
გამოყენების წესი:
ჭამის დროს, შესაძლოა გაიხსნას წყალში, მაწონში, იოგურტში, ფაფებში, ხილის წვენში.
კურსის ხანგრძლივობა:
1 თვე.
წინააღმდეგ ჩვენება:
არ არის გამოვლენილი.
გამოყენება ორსულებში:
ჩვენებების შესაბამისად პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდის დროს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD