მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

1295690614_iodi 190-200.jpgიოდინისსითხე 10%

(Solutio “IODINI” 10%)

 DAVATI, საქართველო

 

შემადგენლობა:

10.0 პოვიდონის  იოდინი;  1.0 გლიცერინი;  0.25 ნონოქსილონი-9; 0,071 ლიმონის მჟავა უწყლო; 0,15   ნატრიუმის  ორჩანაცვლებული ფოსფატი;  pH-სათვის  საჭირო  რაოდენობა  ნატრიუმის  ტუტის  ხსნარი  10  მლ  ხსნარის  მისაღებად  საჭირო  რაოდენობით.


აღწერილობა
:  

გამჭირვალე,  მურა-წითელი  ფერის  უნალექო სითხე,  იოდის დამახასიათებელი  სუნით.


ფარმაკოლოგიური
ჯგუფი:

ანტისეპტიკური საშუალება.


ფარმაკოლოგიური
თვისება:

პრეპარატს გააჩნია ანტისეპტიკური და ფართო სპექტრის ანტიმიკრობული  მოქმედება.  იგი  აქტიურია  ბაქტერიების,  სოკოების,  ვირუსების, უმარტივესების  მიმართ.

პრეპარატის აქტიური ნივთიერება - იოდი  - წარმოდგენილია  პოლივინილპიროლიდონის  იოდის კომპლექსური ფორმოთ. აქტიური  იოდის  კონცენტრაცია  შეადგენს0,1%-. იოდინის გამოყენების  ადგილას  წარმოიქმნება  თხელი  შეღებილი  ფენა,  რომელიც შენარჩუნებულია მანამ, სანამ იოდის მთლიანი რაოდენობა არ გამოთავისუფლდება. ამის შემდეგ პრეპარატის მოქმედება წყდება.


ფარმაკოკინეტიკა
:

იოდის პოლივინილპიროლიდონი მიეკუთვნება იოდიფორებს, რომლებიც აკავშირებენ  იოდს.  იოდი  კანსა  და  ლორწოვან  გარსზე  მოხვედრისას  თანდათანობით  და  ზომიერად  გამოთავისუფლდება.


ჩვენებები
:

პრეპარატი გამოიყენება კანის ზედაპირის დასამუშავებლად ოპერაციის წინ და/ან მის შემდეგ  (მათ შორის ინექციები, პუნქცია,  ბიოფსია,  სისხლის  აღების  დროს).  ასევე ჭრილობების,  დამწრობის,  ტროფიკული  წყულების,  ნაწოლების,  სუპერინფექციური დერმატიტების,  სამკურნალოდ,  პაციენტების  ჰიგიენურად  დამუშავების,  მწვავე  და  ქრონიკული   ვაგინიტების  (შერეული,  არასპეციფიური  ინფექციები,  ტრიქომონიაზის  და კანდიდოზების  დღოს.


მიღების
წესი და დოზირება :

იოდინის  ხსნარი  გამოიყენება  განზავების  გარეშე  ან წყლიანი  ხსნარის  1:10  ან 1:100  განზავებული  სახით.

კანის ზედაპირის დეზინფექციის მიზნით, კანის ჯამრთელ ზედაპირზე განუზავებელი ხსნარი გამოიყენება ექსპოზიციის სახით 1-2 წთ.

ჭრილობის, დამწრობის, ბაქტერიული და კანის სოკოვანი დაზიანებებისას გამოიყენება იოდინის წყლიანი ხსნარი 1:10 განზავებით.

პაციენტის ჰიგიენისათვის გამოიყენება 1:100 განზავებული წყლიანი ხსნარი.


გვერდითი
მოვლენები:

პრეპარატის  მიღებისას  შესაძლებელია  იოდზე  ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (ქავილი, ჰიპერემია).


უკუჩვენება
:

- ჰიპერთირეოზი;

- დიურინგის ჰიპერტიფორმული დერმატიტის;

- რადიოაქტიური იოდის ერთდროული გამოყენება.

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი; იოდინის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტში  წინააღმდეგნაჩვენებია.


განსაკუთრებული
  მითითებანი:  

ადგილობრივი  ალერგიული რეაქციების  გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ხსნარი უნდა განვაზავოთ უშვალოდ გამოყენების წინ. განზავებული ხსნარის შენახვა დაუშვებელია!

ხსნარს უნდა ჰქონდეს მუქი-ყავისფერი შეფერილობა. გაუფერულებული ხსნარი მიუთითებს იოდის პოლივინილპიროვიდონის კომპლექსის დარღვევასა და პრეპარატის მოქმედების ეფექტურობის დაქვეითებაზე. სინათლე და 40C  ზე ზევით ტემპერატურე აჩქარებს პრეპარატის აქტიური ნივთიერების დაშლას.


ჭარბი
დოზირება:

შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.


ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პრეპარატი შეუთავსებელია მადეზიფიცირებელ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ ფერმენტებს, ტუტეებს და დამჟანგველებს.


გამოშვების
ფორმა:

10 მლ, 30 მლ ან 120 მლ გაუმჭირვალე შუშის ან პლასტმასის ქილებში, მჭიდროდ თავდახურულ პოლიეთილენის სახურავით.


შენახვის
პირობები :

სია მშრალ, პრეპარატი უნდა ინახებოდეს გრილ სინათლისაგან დაცულ ადგილას 5-15C ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის
ვადა: 3 წელი

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD